10 დავიწყებული ქართული ტრადიცია, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არ გსმენიათ

ყვე­ლა დრო­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ­ქა­უ­ლი­დან დღემ­დე, გარ­კვე­უ­ლი ზნე­ობ­რი­ვი ნორ­მე­ბი ახა­სი­ა­თებ­და და ახა­სი­ა­თებს. ქცე­ვის წე­სე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სწო­რი და არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­სა და იდე­ე­ბის სის­ტე­მას, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა.

მეც­ნი­ე­რე­ბი, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თვე­ლი გლე­ხის წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­სად­გე­ნად XIX სა­უ­კუ­ნე­სა და XX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ხალ­ხში მო­ძი­ე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს ეყ­რდნო­ბოდ­ნენ. მთე­ლი რიგი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ეთ­ნო­ლო­გე­ბი იწერ­დნენ და აღ­წერ­დნენ, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იყო წარ­მოქ­მნი­ლი. რა თქმა უნდა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ტრა­დი­ცი­ე­ბი და ჩვე­უ­ლე­ბე­ბი ცვლი­ლე­ბებ­საც გა­ნიც­დი­და.

ხალ­ხში შე­მო­ნა­ხუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნილ­მა ქარ­თვე­ლებ­მა ითა­ვეს. სა­თა­ვე­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე იდგა, რო­მე­ლიც ამა თუ იმ ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რი­დან გა­მო­სულ გა­ნათ­ლე­ბულ ქარ­თვე­ლებს ავა­ლებ­და ხალ­ხში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შეკ­რე­ბა­სა და ჩა­წე­რას. ვაჟა-ფშა­ვე­ლაც იწერ­და ყვე­ლა­ნა­ირ ფშავ-ხევ­სუ­რულ წეს-ჩვე­უ­ლე­ბას და მა­შინ­დელ პრე­სა­ში აქ­ვეყ­ნებ­და.

გა­გაც­ნობთ 10 ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ას, რომ­ლე­ბიც უკვე და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა:

1. სუფ­რას­თან მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი

ქარ­თვე­ლებს რომ კარ­გი სმა-ჭამა და ქე­ი­ფი უყ­ვართ, ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ეს არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩვე­ნი ტრა­დი­ცია. პი­რი­ქით, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია გა­ნუ­სა­ზღვრელ ჭა­მა-­სმას გმობ­და. ადა­მი­ანს მხო­ლოდ იმ­დე­ნი უნდა და­ე­ლია, რამ­დენ­საც იტან­და და სუფ­რი­დან ისე უნდა ამ­დგა­რი­ყო, რომ ფეხი არ არე­ო­და. თუ ვინ­მე დათ­ვრე­ბო­და, მას ყო­ველ­თვის მას­ხრად იგ­დებ­დნენ. ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცია, სა­დაც ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბო­და სა­დღეგ­რძე­ლო, სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა, ლექ­სი, აგ­რეთ­ვე სუფ­რა­ზე რამ­დე­ნი­მე სას­მი­სის არ­სე­ბო­ბა (ჩა­მო­ტა­რე­ბა), სიმ­თვრა­ლეს გა­მო­რი­ცხავ­და. ასე­ვე, და­უშ­ვე­ბე­ლი იყო და­ძა­ლე­ბის წე­სიც. XVII სა­უ­კუ­ნის ფრან­გი მოგ­ზა­უ­რი ჟან შარ­დე­ნი წერ­და: „ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი მარ­წმუ­ნებ­და, ათას კაც­ზე ერთი ლოთი თუ შეგ­ხვდე­ბა, ისიც ნა­ცე­მი და სა­სა­ცი­ლოდ აგ­დე­ბუ­ლი არი­სო. კა­ხეთ­ში ბევრ ღვი­ნოს აყე­ნე­ბენ, ბევ­რსაც სვა­მენ, მაგ­რამ არ თვრე­ბი­ან“.

2. ვარ­ცხნი­ლო­ბა

ქარ­თვე­ლებს ჩაც­მა-და­ხურ­ვი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბის წე­სე­ბიც ჰქონ­დათ. ქალს თმა უნდა გა­ე­ზარ­და და დაწ­ნუ­ლი ეტა­რე­ბი­ნა, ხოლო კაცს ყურს ზე­მოთ შე­ეჭ­რა. ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო გო­გო­ნა­სა და ქა­ლის ვარ­ცხნი­ლო­ბაც.

3. გლო­ვის ტრა­დი­ცია

ქარ­თვე­ლებ­ში გა­და­მე­ტე­ბუ­ლი გლო­ვა თა­ვი­დან­ვე არ ყო­ფი­ლა ტრა­დი­ცია და ის ზნედ ერთ დროს ქცე­უ­ლა. ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ტრა­პე­ზი. ტრა­პეზს უშ­ლიდ­ნენ მხო­ლოდ შორი სოფ­ლი­დან მო­სულ ნა­თე­სა­ვებს. სამი (შემ­დეგ კი შვი­დი) შე­სან­დობ­რის შემ­დეგ მა­ლე­ვე წა­მო­იშ­ლე­ბოდ­ნენ. ზნე­ობ­რი­ვი ნორ­მა იყო ისიც, რომ შე­სან­დობ­რის შემ­დეგ სას­მი­სი ბო­ლომ­დე არ უნდა და­ე­ცა­ლათ. სა­მეგ­რე­ლო­ში გა­და­მე­ტე­ბუ­ლი გლო­ვის შე­სა­ხებ ჟან შარ­დე­ნი მი­უ­თი­თებ­და: „ეს არის სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის გლო­ვა. თუ ქალს ქმა­რი ან ახ­ლო­ბე­ლი მო­უკ­ვდა, შე­მო­ი­ხევს ტან­საც­მელს, შიშ­ვლდე­ბა წე­ლამ­დე, იგ­ლეჯს თმებს, ფრჩხი­ლე­ბით იკაწ­რავს სხე­ულს და სა­ხეს, იცემს გულ­მკერ­დში, კი­ვის, ღრი­ა­ლებს, კბი­ლებს აკ­რა­ჭუ­ნებს, ცოფ­დე­ბა, შმაგ­დე­ბა და ბორ­გავს უკი­დუ­რეს სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ­დე მი­სუ­ლი. მა­მა­კა­ცე­ბიც ასე­ვე ბარ­ბა­რო­სუ­ლად ამ­ჟღავ­ნე­ბენ თა­ვი­ანთ მწუ­ხა­რე­ბას, იგ­ლე­ჯენ ტან­საც­მელს, იპარ­სა­ვენ თმებს და მჯიღს იცე­მენ მკერ­დში“.

4. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა და წე­სე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯდო­მი­სა და დგო­მის გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობ­და. მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ადა­მი­ანს ჯდო­მი­სას ფეხი ფეხ­ზე გა­და­ე­დო, ად­გო­მი­სას დაბ­ჯე­ნო­და ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯოხი მხარ­ზე გა­და­ე­დო. ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ჭა­მის დროს ლა­პა­რა­კი, ჯდო­მი­სას კედ­ლის­თვის ზურ­გით მი­ყუ­დე­ბა, თა­ვის უკი­დუ­რე­სად დახ­რა, სკამ­ზე სა­ნა­ხევ­როდ ჯდო­მა. „ცალს თე­ძო­ზე­დან არ დაჯ­დე, რად ეჭვ ძნელს მო­სა­დე­ბელ­სა. ცხვი­რის გა­მოკრკნა არ წაგ­ცდეს, ნუ ეძებ კბი­ლის საჩრჩნელ­სა“. წესი იყო ასე­ვე ჩა­მო­სარ­თმე­ვად გა­მოწ­ვდი­ლი ხე­ლის­თვის ორი ხე­ლით ჩა­მორ­თმე­ვა.

ძვე­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ყოფ­ნა, რად­გან ასე მხო­ლოდ დამ­წუხ­რე­ბუ­ლე­ბი დგე­ბოდ­ნენ.

5. სტუმ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა

ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით წესი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­მარს ძი­ლის წინ ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ფეხს ბან­და. ეს ტრა­დი­ცია „კალ­მა­სო­ბა­ში­ცაა“ ასა­ხუ­ლი. რო­დე­საც მე­კალ­მა­სე იო­ა­ნე ხე­ლაშ­ვი­ლი სო­ფელ ნო­რი­ო­ში მას­ხა­რა ოთა­რი­კას ოჯახ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, ეს უკა­ნას­კნე­ლი მე­უღ­ლეს მი­მარ­თავს: „დე­და­კა­ცო, ფეხთ და­ბა­ნე იო­ა­ნეს, რად­გან რიგი არის სტუ­მარ­თა“.

6. კოც­ნის ტრა­დი­ცია

ჯერ კი­დევ სულ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო ტრა­დი­ცია ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რის დროს კოც­ნი­სა, მით უმე­ტეს არ კოც­ნიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს მა­მა­კა­ცე­ბი. პა­ტივ­სა­ცემ პი­როვ­ნე­ბებს, ასა­კით უფ­რო­სებს მხარ­ზე ეამ­ბო­რე­ბოდ­ნენ. მა­მა­კა­ცე­ბის მიერ ერ­თმა­ნე­თის კოც­ნა შეხ­ვედ­რი­სა თუ ქე­ი­ფის დროს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში დამ­კვიდ­რდა. ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებს ალ­ბათ ახ­სოვთ, რო­გორ კოც­ნიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის „ბე­ლა­დე­ბი“ პარ­ტი­ულ შეკ­რე­ბებ­ზე და ურ­თი­ერ­თშეხ­ვედ­რის დროს. ეს ჩვე­ვა, მა­მა­კა­ცე­ბის ერ­თმა­ნე­თის კოც­ნი­სა, მა­შინ შე­მო­ვი­და ჩვენ­ში. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რა­ღაც სამი თა­ო­ბის წინ მშობ­ლე­ბის მიერ ბავ­შვე­ბი­სა და შვი­ლე­ბის კოც­ნაც კი არ იყო მი­ღე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, მა­მა­კა­ცე­ბის მიერ ტუ­ჩებ­ში ერ­თმა­ნე­თის კოც­ნა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პა­ში გაჩ­ნდა, რაც თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­შვი­დო­ბო ზრახ­ვი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი იყო, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი სიყ­ვა­რუ­ლის ნიშ­ნად იქცა.

7. სამ­ძიმ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბა

ქარ­თლში ასე­თი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობ­და: მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­დან მო­მა­ვალ­ნი არა­ვის ესალ­მე­ბოდ­ნენ და ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, თით­ქოს შემ­ხვედ­რებს ვერც ხე­დავ­დნენ.

8. რძლი­სა და მა­მამ­თი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა

სა­ყო­ველ­თა­ოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უმძრა­ხო­ბის წეს-ჩვე­უ­ლე­ბა, რაც, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ოჯახ­ში ახ­ლად შე­მო­სუ­ლი რძლი­სა და მა­მამ­თი­ლის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეხე­ბო­და. პირ­ვე­ლი შვი­ლის გა­ჩე­ნამ­დე ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არც კი ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ. იმერ­ხევ­ში ჩა­წე­რი­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ოთახ­ში თუ მა­მამ­თი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, იქ მყო­ფი რძა­ლი ზურ­გშექ­ცე­ვით ვერ გა­ვი­დო­და, აუ­ცი­ლებ­ლად უკან­სვლით ტო­ვებ­და იქა­უ­რო­ბას. სა­ერ­თოდ, უმძრა­ხო­ბა თა­ო­ბებს შო­რის დის­ტან­ცი­რე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა გახ­ლდათ. იმ­დრო­ინ­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ „ქცე­ვაზ­ნის“ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჰქონ­და, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის დღეს მი­უ­ღე­ბე­ლია.

9. ტუ­ა­ლეტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბა

ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ არ­ცთუ დიდი ხნის წინ ტუ­ა­ლეტ­ში ან ტუ­ა­ლეტ­თან შემ­ხვედ­რი ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს არ ესალ­მე­ბო­და, უფრო მე­ტიც, სა­მეგ­რე­ლო­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით, შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს არას­დროს არ უნა­ხავთ, უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (ბე­ბია და ბა­ბუა) რო­გორ ახერ­ხებ­დნენ მათ და­უ­ნა­ხა­ვად ტუ­ა­ლეტ­ში შეს­ვლას.

10. ქორ­წი­ნე­ბა

ფე­ო­და­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კა­ნო­ნი იყო, რომ დი­დე­ბუ­ლი დი­დე­ბულ­ზე უნდა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო, გლე­ხი – გლეხ­ზე. მაგ­რამ, რო­გორც ირ­კვე­ვა, დარ­ღვე­ვე­ბიც ხდე­ბო­და. სო­ცი­ა­ლუ­რად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის თუ მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და­ბა­ლი ფე­ნის ადა­მი­ან­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა, ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია არ კრძა­ლავ­და. თა­ვა­დი თუ გლე­ხის ქალ­ზე ჯვა­რის­წე­რას გა­და­წყვეტ­და, ის ამ სურ­ვილს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

წყარო : ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share