რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო – ბაჩო ქაჯაია

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ახალ თეატრთან ხელოვანები იკრიბებიან.

ადგილზე უკვე გამოჩნდა მსახიობი ბაჩო ქაჯაია, რომელიც  თინათინ რუხაძის უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რეპრესიების მორიგ ტალღად აფასებს.

”პირად ურთიერთობებზე ვერ ვილაპარაკებ, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. მე შემიძლია შევაფასო ის, რასაც ყველა ვხედავთ. დაიწყო კიდევ ერთი ტალღა რეპრესიების იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ და ჰქონდათ პროტესტი ამ უსამართლობის მიმართ, რომელიც რეალურად არის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავდგებით ერთმანეთის გვერდით და უფრო ხმამაღალი იქნება ჩვენი პროტესტი. შევალ და გავიგებ, რა განცხადებას გააკეთებენ მსახიობები და თეატრი”, – ამბობს ბაჩო ქაჯაია.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share