დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მის მხარდასაჭერად ახალ თეატრში მანანა ბერიკაშვილი მივიდა

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მის მხარდასაჭერად ახალ თეატრში მანანა ბერიკაშვილი მივიდა.

მისი თქმით, თიკა რუხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

~~არ მაქვს არანაირი შეფასება. არ ვიცი ეს რას ნიშნავს,  არ ველოდებოდი (ასეთ რეპრესიებს), გამიშვი ზემოთ, გავიგო რა ხდება” – თქვა მან.

ცნობილია, რომ მანანა ბერიკაშვილი  “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share