“მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, მათი მხრიდან, გამანაწილებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება”, – წერს გამოცემა.
მანამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.
“ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში”, – წერს კომპანია.