“ოცნებაში” ახლა ყველას ეშინია, ვის დაეტაკება და ვის შეჭამს, არ იციან, გულში ყველა ტირის – ხუხაშვილი ივანიშვილის დაბრუნებაზე

“ოცნებაში” ახლა ყველას ეშინია, ვის დაეტაკება და ვის შეჭამს, არ იციან, სინამდვილეში გულში ყველა ტირის – ასე ეხმაურება “ოცნების” დამფუძნებლის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას.

“ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, ხუხაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილს უნდა დააბრუნოს იმ ჩარჩოებში დააბრუნოს პარტია, რა ჩარჩოებიც განუსაზღვრა.

”ყველასთვის შოკია, რადგან სანამ ბიძინა ღმერთი იყო და მარტო ლოცვა იყო საკმარისი მასზე და მანტრების შესრულება ყველა კომფორტულად იყო, რადგან თავის ჭიას ახარებდნენ რა. ახლა ბიძინა რომ თამაშში შემოვიდა, ბიძინას ამბავი ხომ იციან. არ იციან, ვის შეჭამს. ახლა მისი ტაქტიკა იქნება ასეთი, ერთი-ორი კაცი აუცილებლად უნდა შეჭამოს სისტემის შიგნით და დააკვირდეს სხვებს. ანუ, ფაქტობრივად, სისტემა, რომელიც ასე რომ ვთქვათ, საკუთარ ინტერესებზე არის ორიენტირებული, გარდა საერთო ინტერესისა, ახლა ისევ უნდა დააბრუნოს იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც განუსაზღვრა, ყველას თავისი ბოსტანი განუსაზღვრა. ამათმა თავისი ბოსტნის გაფართოება დაიწყეს. ახლა ყველას ეშინია, ვის დაეტაკება არ იციან და ვისაც დაეტაკება რომ შეჭამს ხომ იციან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კბილების ჭრიალით, მაგრამ ისევ აგრძელებენ, აუ, ბიძინა და როგორ გაუხარდათ, სინამდვილეში გულში ყველა ტირის”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share