”დღევანდელი არალეგიტიმური და თვითმარქვია ხელისუფლების მდგომარეობა არის სასოწარკვეთილება, სწორედ ამიტომ, ბოლომდე გვაწვებიან, რომ იქნებ დავნებდეთ, გავჩერდეთ, შეგვაშინონ, მაგრამ არც დავიღლებით და ვერც შეგვაშინებენ”- ამის შესახებ მათე დევიძის დამ, ელენე დევიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პოლიტპატიმრის ოჯახის წევრები ისე არიან ერთად შეკრულები და ასევე ისეთი დიდი ენერგია და მუხტი მოდის საპროტესტო აქციებიდან, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია და “ტყუილად აქვს ამ მთავრობას მაგის იმედი.“
“დროა, ფარ-ხმალი დაყარონ და შეასრულონ ის პირობები, რაც გვაქვს-გამოუშვან პოლიტპატიმრები და წავიდნენ, სანამ დროა“,– ამბობს სინდისის პატიმრის და.
”დღევანდელი არალეგიტიმური და თვითმარქვია ხელისუფლების მდგომარეობა არის სასოწარკვეთილება, რადგან ამდენი დღე პროტესტი დაუღალავად მიდის და იციან, რომ არ გავჩერდებით, იქამდე, ვიდრე ჩვენი ყველა პირობა არ იქნება შესრულებული. სწორედ ამიტომ, ბოლომდე გვაწვებიან, რომ იქნებ დავნებდეთ, გავჩერდეთ, შეგვაშინონ, მაგრამ არც დავიღლებით და ვერც შეგვაშინებენ, რადგან ყველა ისე ვართ შეკრულები, ვაძლიერებთ ერთმანეთს და იმდენი ენერგია და მუხტი მოდის აქციიდან, რომ ჩვენი დამარცხება შუეძლებელია და ტყუილად აქვს ამ მთავრობას მაგის იმედი.
დროა, ფარ-ხმალი დაყარონ და შეასრულონ ის პირობები, რაც გვაქვს-გამოუშვან პოლიტპატიმრები და წავიდნენ, სანამ დროა. არჩევნებიც აღარ გვინდა, რადგან ძალიან დაიგვიანეს, იმდენი დანაშული ჩაიდინეს უკვე, რომ მათი ქვეყანაში გაჩერება შეუძლებელი”,-განაცხადა ელენე დევიძემ.