ბევრ მუნიციპალიტეტში რიგ-რიგობით დადიან თანამშრომლები, მაგიდა არ აქვთ, იმდენად გაბერილი შტატია – სურგულაძე

“ამ წელს რა გააკეთეს? –  20 ლარი მოუმატეს 70 წლამდე პენსიონერებს, 50 ლარი – 70 წელს ზემოთ მყოფებს,” – ამ განცხადებას საკრებულოს დეპუტატი “ლელოდან” ვატო სურგულაძე “რეაქციაში” საუბრობს. როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდა რეალურია და მაგალითად მოჰყავს “გაბერილი შტატები”.

”ამ წელს ზუსტად 200 მილიონის ჩადება შეიძლება, იმიტომ, რომ 80 პროცენტი დასაქმებულების სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვიცით, რას აკეთებენ. შეიძლება, რომ მესტიაში 170 კაცი იყოს დასაქმებული ბასეინების გასაწმენდად?

ბევრ მუნიციპალიტეტში რიგ-რიგობით დადიან თანამშრომლები, მაგიდა არ აქვთ, იმდენად გაბერილი შტატია, რომ მაგიდა არ არსებობს, აქედანაც 400 მილიონი ლარის ამოღება შეიძლება.
არ ვიძახით, რომ ხვალ და ზეგ გახდება პენსია 1000 ლარი, მაგრამ ტენდენცია არის,“ – ამბობს ვატო სურგულაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share