რეალურად ჩვენ “ოცნებას“ კი არა, რუსეთს ვებრძვით. ესენი არიან ემისრები, რასაც ეტყვის რუსეთი, რა დირექტივებსაც მისცემს, იმას აკეთებენ,- ამის შესახებ ექიმმა, უჩა ნებიერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი რასაც დღეს აზრი აქვს, არის პროტესტი, რადგან, “ამ პროტესტის გარეშე აღარავის ემახსოვრები.“
”რეალურად ჩვენ “ოცნებას“ კი არა, რუსეთს ვებრძვით. ესენი არიან ემისრები, რასაც ეტყვის რუსეთი, რა დირექტივებსაც მისცემს, იმას აკეთებენ. ეს კანონები, თრანსლეით რუც აღარ უნდა, ცოტა პრიმიტიულ ენაზეა გადმოთარგმნილი ეს აკრძალვის კანონები და მივყვებით ამას.
ერთადერთი რასაც დღეს აზრი აქვს, არის ეს პროტესტი, მინელებული იქნება, უფრო დიდი, უფრო მცირე, ამ პროტესტის გარეშე აღარავის ემახსოვრები. ვიღაც დედის გამო გამოვა, ვიღაც ტროტუარზე დაკავებულების გამო, ყველა უნდა გამოვიდეს. პროტესტი მასობრივად შიგნიდან დუღს და აუცილებად მოედება ქაფი ამ დუღილს. უბრალოდ უნდა გადავიდეთ ლოზუნგზე-წადი, გადადექი, არანაირი ცეცხლებიდა ნავთები, ამ ხატოვანი სიტყვების დრო აღარ არის” – განაცხადა უჩა ნებიერიძემ.