“წადით!” – თბილისში ხვალ დაანონსებულ მსვლელობას სინდისის პატიმრების ოჯახებიც შუერთდებიან

თბილისში ხვალ დაანონსებულ მსვლელობას სინდისის პატიმრების მშობლებიც შეუერთდებიან.
ზუსტად 14:00 საათზე თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ოჯახის წევრები თანამოაზრეებს დიდუბეში დაელოდებიან.

მიზეზი, რის გამოც დედებმა მრავალკილომეტრიანი მანძილის ფეხით გავლა გადაწყვიტეს, რეპრესიებია. “დროა გამოვფხიზლდეთ! გამოდიით გარეთ! – მოუწოდებენ  დედები მოქალაქეებს.

დროა, ხალხი მიხვდეს, რა მდგომარეობაში ვართ. დღეს ჩემი შვილი და ჩვენი შვილები თუ იქ სხედან, ხვალ სახლებიდან გამოიყვანენ ყველას შვილებს და დროა, ყველამ ხმა აიმაღლოს, რომ ეს რუსული რეჟიმი შევაჩეროთ და „წადით, დროზე!“ რომ გავაგებინოთ. სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, – ამბობს გიორგი მინდაძის დედა. 

კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ მათიუ ერთადერთი მოთხოვნა დღეიდან მხოლოდ “ოცნების” გადადგომა იქნება.

მთავრობა უნდა გადადგეს და მერე ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე და ვფიქრობთ, რომ ერთადერთი მოთხოვნა აწი ჩვენი ყველგან და ყოველთვის იქნება ეს: „გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა!“, – ამბობს თორნიკე გოშაძის დედა. 

მათე დევიძის და ამბობს, რომ “ოცნების” დრო დასრულდა და გამოსავალი მხოლოდ მათ გადადგომაშია.

მთავრობას უნდა ვუთხრათ, რომ წავიდნენ, იმიტომ, რომ თქვენი დრო დასრულდა. ძალიან ბევრი სისულელეები გააკეთეთ და აღარ გაპატიებთ არაფერს. ეგ იქნება ჩვენი სათქმელი 26-ში, – ამბობს 

თბილისში ხვალ თავისუფლების მარში გაიმართება. დიდუბის მეტროდან პროკურატურამდე მსვლელობა ზუსტად 14:00 საათზე დაიწყება. ხვალ უწყვეტი პროტესტიდან ზუსტად 150-ე დღე სრულდება, ამიტომ ევროპული მომავლის მცველები ქუჩებში უცვლელი და ახალი მოთხოვნებით აპირებენ გასვლას.

სინდისის პატიმრების გათავისუფლების გარდა, ხალხი ივანიშვილის რეჟიმის გადადგომას მოითხოვს. “წადი!” – ეს იქნება ხვალინდელი დღის მთავარი სლოგანი.

tvpirveli.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights