“ეს არის პასუხი უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან” | ღარიბაშვილი სახდეპის ანგარიშზე

“ეს არის პასუხი აი ამ მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან”, – ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს.

ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე, ბრალდებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში, რომ რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, დადასტურებული არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი აი ამ მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, – ამბობს ღარიბაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share