რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და სამოქალაქო აქტივისტი

“ნეტარ არიან მორწმუნენი”-ასე პასუხობს ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა, სამოქალაქო აქტივისტს ირმა გორდელაძეს, რომელმაც ბახმაროში ბახვი 1 ჰესის სკოპინგის გადადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში ძირითადი წვლილი მედიას და იმ ადამიანებს მიუძღვით, ვინც მისივე სიტყვებით, კბილებით იცავდა ბახმაროს. გორდელაძის პოსტმა კუჭავას გაღიზიანება გამოიწვია, სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიაში ჩაერთო საკრებულოს დეპუტატი, ლელა საჯაიაც:

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კომპანია ,,სი – სი – ეიჩ,, – ს, ბახმაროში ჰესის აშენებისთვის სკოპინგის დასკვნის გაცემაზე უარი განუცხადა. კომპანიას დაევალა წარმოადგინოს მთელი რიგი დამატებითი არგუმენტები. რაც არ იქნება იოლი…
ეს, კიდევ ერთი, კარგი მაგალითია თვითმმართველობებისა და ცენტრალური უწყებების კოორდინირებული მოქმედებისა’-დაწერა ირაკლი კუჭავამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, რასაც ირმა გორდელაძემ უპასუხა და მიღებულ შედეგში მერის როლი გამორიცხა:

ირმა გორდელაძე: ეს თემა სამოქალო მოძრაობის და ამ პეტიციის დამსახურებაა ბატ.ირაკლი. თქვენ არც კი იცოდით ჰესი თუ შენდებოდა.

 

Irakli Kuchava
Irma Gordeladze ,,ნეტარ არიან მორწმუნენი,,….ქალბატონო ირმა 😊

 

Irma Gordeladze
Irakli Kuchava საერთოდ არ იცოდით არც სკიპინგი და არც დასწრებიხართ.და რომელ კოორდინებულ შეთანხმებაზე საუბრობთ?ნუ ართმევთ მოსახლეობას იმას რაც მათი აქტიურობით დაიდო.

Lela Sajaia
ირმა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, შედეგი თუ ამ შედეგით თავმოწონება. როგორ ფიქრობ, რომ არა ყველა მხარის განსაკუთრებული მიდგომა საკითხისადმი, თემა ასე მარტივად გადაწყდებოდა? დავიცვათ, გამოვეხმაუროთ, ხმა ამოვიღოთ, პოზიცია დავაფიქსიროთ, ეს ჩვენი ვალია და არა მგონია ღირდეს ამაზე ხაზგასმა, ვინ მეტი გააკეთა და ვინ ცოტა.

Irma Gordeladze
არავინ ითხოვს ჩინ-მედლებს. ამ ჰესის გარშემო შედეგი დადო სამოქალაქო აქტივიზმმა. წერტილი.შედეგია მთავარი.მაგრამ მოქალაქეთა აქტიურობის გარეშე ისე მიიფარცხებოდა როგორც დაგიბარებიათ. და შედეგი დადო აქტივისტებმა,მედიამ, მომხრეებმა. ვინც საერთოდ არ იცოდა ამ თემის გარშემო…ეს არც უხსენებია ხალხის როლი და ძალა.მე გუნდის წევრი ვარ…ლევან მგელაძე,გრიგოლ მაძარაძე…ლომები იბრძვიან და იბრძოლებენ ისევ.

Irma Gordeladze
Lela Sajaia თავმოწონება არც გამიფიქრებია…შედეგი ისედაც დავდეთ.საერთოდ არაფერი იციდით და აქტივისტებმა დავძარით თემა მედიის დახმარებით. ასე რომ შედეგი დაიდო…რომლის ავტორი ხალხია და არათანამდებობების პირნი. ჩვენს გვერდით დადგებით…ხალხმა აგირჩიათ…აბა რას იზამთ?ეს თქვენი ვალია. უბრალოდ ხალხის როლის დაკნინებას ვერ ვეგუები. მე რეგალიები არც მჭირდება…😍✌

Lela Sajaia
ირმა, ამ ლოგიკით სწორედ ის ხალხი დაგვრჩა უყურᲓღებოდ, შენს გვერდით რომ არ სკანდირებდა და უხმაუროდ აკეთებდა საქმეს.

Irma Gordeladze
Lela Sajaia ამდენი შრომა და ღვაწლი სკანირებაა?თქვენ ბრალი დამდეთ თავმოწონებაში.მე და ჩემს გუნდს ღამეები არ გვეძინა.და მერს ხალხი არც უხსენებია.30 იანვარს რიმ კითხეს-არ ვიცი არაფერიო. ლელოო ყველასია და ეს მოვითხოვე. სკანირება არა ის…წელებზე ფეხს ვიდგამთ შედეგისთვის.და ჯერ არც დასრულებულა პროცესი.მონიტორინგს ვაგრძელებთ.არ დავუშვებ სამოქალაქო აქტივიზმის დაკნინებას. ინფოც ჩვენგან მოდის…

Lela Sajaia
ირმა ისეთი პათოსით მესაუბრები, თითქოს ვინმემ სცადა ვინმეს დაკნინება. პირიქით რომ დავინახე შენს პოსტში ეს ცალმხრივობა, ამას გამოვეხმაურე. შენ კი საით აბამ ახლა ქოთანს ყურს კი ვხედავ! თუმცა ყველა ყველაფერს ხედავს, მით უმეტეს ხალხი და საზოგადოება.
P.S. მთლად რომ დამბაჩა მესროლო , კიტრის ჩითილებს მაინც დაველოდები!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share