საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკანონო პატიმრობაში მყოფი, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. საჩივარი ევროსასამართლოში დღეს გაიგზავნა
“საიამ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთ ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება- კონვენციის მეხუთე უხლი ; კონვენციის მეექვსე მუხლი- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; კონვენციის მერვე მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება , კონვენციის მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება;…” განაცხადეს საიაში გამართულ ბრიფინგზე.