MEGOBARI ACT -ის განხილვა წარმომადგენელთა პალატაში – “ოცნებაში” კომენტარები კეთდება

“ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ MEGOBARI ACT-ი შეერთებული შტატების კონგრესში ვერ დამტკიცდება, რადგან მას კონგრესმენები მხარს არ დაუჭერენ.

ამასთან, რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კონგრესმენები, რომლებიც MEGOBARI ACT-ს მხარს უჭერენ და ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებას, ასევე არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას  ითხოვენ, აშშ-ის მთავრობას ეწინააღმდეგებიან.

რეჟიმის წარმომადგენლები “სამარცხვინოს” უწოდებენ აღნიშნულ დოკუმენტს და აცხადებენ, რომ კონგრესმენები “დიფ სთეითის გავლენის ქვეშ არიან”. 

მათი საქმეა ისე, მგლისთავზე სახარებას კითხულობენ, გამიშვი ცხვარი წავიდაო, მაინც აგრძელებნ იგივეს, ჩვენი პოლიტიკა კიდევ ერთხელ არის მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში, მათი სურვილი და პოლიტიკა კი ის რაც დაუკვეთეს და გადაუხადეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება ამერიკის აგენტების რეგისტრაციის აქტში, მათი პოლიტიკა არის ქვეყანაში აურზაურის და დაპირისპირების შემოტანა. ამიტომ, გააგრძელონ როგორც უნდათ, გაუგებარია საერთოდ რას წარმოადგენს, რა სურვილები და  ინტერესები ამოძრავებთ კონგრესმენებს, თუ არა ახალ ადმინისტრაციასთან დაპირისპირება და ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების შემოტანა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ ბატონ ჯო უილსონს უხდიან იმისთვის, რომ ეს საქმე გააკეთოს, ამიტომ რამე განსაკუთრებული მოლოდინები არ გვაქვს, რომ იგი საქართველოს მოსახლოების ინტერესებს გაითვალისწინებს, რასაც გადაუხდიან, იმას აკეთებენ. ჩვენი აზრით, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ახალი ადმინისტრაციის ინტერესთან და სურვილებთან ამ რეგიონში, ამიტომ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს აქტი გავა ბოლომდე”- აცხადებს ლევან მახაშვილი.

ასევე სამარცხვინოს უწოდებს მათიკაშვილი აღნიშნულ დოკუმენტს და ამბობს, რომ “ის არ წარმოადგენს საქართველოსთან მეგობრობის სულისკვეთების მატარებელ აქტს“.

ცნობისთვის, ქართველი ხალხის მხარდამჭერი  დოკუმენტის განხილვა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ვაშინგტონის დროით, შვიდ საათზე დაიწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share