ვალერი მამალაძეს ოჯახის შექმნა “ლეიბორისტთა” ლიდერმა განსაკუთრებულად მიულოცა

გუშინ სარუტუალო სახლ “ბერმუხაში” გურიის “ლეიბორისტთა” ლიდერის, დავით მამალაძის შვილის, ვალერი მამალაძის ქორწილი იყო.

ამ ამბავს, პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებითა და მილოცვით გამოეხმაურა:

 

“30 წლიანი საქართველოს ლეიბორისტული პარტია თავისი არსებობის ისტორიაში მრავალ საამაყო მოვლენას ითვლის. ყველაზე საამაყო კი ის აქტივი და მხარდამჭერებია ვინც, პოლიტიკურმა ქარიშხლებმა წელში ვერ გადატეხეს და უფრო მეტიც,პარტიაში გამოიზარდა ერთი ოჯახიდან, რამდენიმე ბრწყინვალე თაობაც კი. ამ წუთებში ოზურგეთში ვალერი მამალაძის ქორწილია,რომელიც თავის შესანიშნავ მშობლების დათოს და თეას,დაიკოს ქეთის მსგავსად გამოიზარდა პარტიაში. მინდა პარტიის სახელით მივულოცო ეს ბედნიერება ნეფე–დედოფალს ხოლო სრულიად საქართველოს ახალი ბრწყინვალე ქართული ოჯახის შექმნა. გამრავლდით,იხარეთ,იბედნიერეთ ერთიან ამაღლებულ საქართველოში!!”

დაწერა შალვა ნათელაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share