ნაცემი და გარდაცვლილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელიც კლინიკა “ვივა მედმა” 23 იანვარს გასცა, “მთავარის” ვებგვერდს გამოუგზავნეს.
მასში ჩამოთვლილია დაზიანებები, რომელიც კლინიკაში შეყვანისას 46 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა:
- S06.0 – ტვინის შერყევა
- S06.5 – ტრავმული სუბდურალური ჰემატომა
- S05.8 – თვალისა და ორბიტის (თვალბუდის) სხვა ტრავმები
- S02.0 – თავის ქალას მოტეხილობა
- S02.5 – სახის ძვლების მოტეხილობა
- S02.9 – თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა
- S09.9 – თავის დაზიანება
- T81.0 – სისხლდენა ან ჰემატომა
- T81.8 – სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები
- R40.0 – კომა
- K72.9 – ღვიძლის უკმარისობა, დაუზუსტებელი
- D50.9 – რკინის დეფიციტური ანემია, დაუზუსტებელი
- E87.6 – ჰიპოკალიემია (დაბალი კალიუმის დონე)
- R57.0 – კარდიოგენული შოკი
- J93.9 – პნევმოთორაქსი, დაუზუსტებელი
- B96.1 – ინფექცია, გამოწვეული Klebsiella pneumoniae-ით
- I95.3 – ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)
- G93.1 – ანოქსიური ტვინის დაზიანება (ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული)
- Z93.6 – ტრაქეოსტომის სტატუსი (გატარებული ოპერაცია)
ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე პენიტენციური დაწესებულების ექიმმა უგონო მდგომარეობაში იატაკზე ნახა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.
