პლატფორმა FEEDC-ის შემქნელის, თბილისში სასტიკად მოკლული ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა ხვალ წალენჯიხაში გაიხსნება – ინფორმაციას წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ავრცელებს.
“შაბათის ამბები:ამბავი 1:იცანით?” ამაზონის” ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი,პავლე მგელაძე-გაუძღვება წალენჯიხაში საეტაპო დონის ცოდნას.IT სკოლის სულისჩამდგმელი,მამუკა ხაზარაძე.300 ზე მეტი ახალგაზრდა თანამედროვე ცოდნის მოლოდინშია!წალენჯიხაში სწავლება იქნება უფასო!ესეც უანალოგოა და ქველმოქმედების მასტერკლასია-ინვესტიცია თაობებში!ხვალ დიდი დღეა!ხვალ წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას,მომავლის ბიჭის სახელობის ITსკოლა იხსნება!”, – წერს ხარჩილავა.
newposts.ge