ბრიტანული გამოცემა Daily Mail “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
საერთაშორისო მედია წერს – “სიუჟეტი პირდაპირ “ჯეიმს ბონდის” ფილმის მსგავსია. მილიარდერი ოლიგარქი მეტსახელად “ბოა კონსტრიქტორი” ჩუმად ახშობს სახელმწიფოს. 12 წელზე დიდი ხანია ის აფუჭებს ყველაფერს, რასაც ეხება“.
ამასთან, Daily Mail მკითხველს ინფორმაციას აცნობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იშოვა “ოცნების” თავმჯდომარემ რუსეთში ფული და როგორც წარიმართა პოლიტიკაში სამჯერ დაბრუნებული ივანიშვილის ცხვორება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
”დაუჯერებლად ჟღერს? მაშინ გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩრდილიდან მართავს შავი ზღვისპირა ერს, საქართველოს. გასულ ზაფხულს მან მოახერხა საკუთარ ხალხს დაჰპირისპირებოდა და სასტიკად პროდასავლური ერი მოსკოვის სფეროსკენ გადაეყვანა – და, როგორც ჩანს, ამ თვეში ის აპირებს ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამარჯვება გადასცეს…
პატარა, შორეული ქვეყნის სულ უფრო ავტოკრატიულმა მთავრობამ მიიღო დრაკონული კანონპროექტი, რომელიც 26 ოქტომბრის საქართველოს არჩევნებში მოსაგებად ოპონენტებს ხელებს გადაუგრეხს.
მაგრამ ისინი, ვინც ივანიშვილს უკეთ იცნობენ, გვაფრთხილებენ, რომ ეს პუტინის უფრო დიდი შეთქმულების ნაწილია”, – წერს გამოცემა.