“გლობალური ომის პარტია პირველად მე ვთქვი” – ივანიშვილი

“გლობალური ომის პარტია პირველად მე ვთქვი” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ “ტვ იმედის” ეთერში განაცხადა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.

მეტიც, როგორც ივანიშვილი ირწმუნებოდა, უცხოელ პოლიტიკოსებს ენმ-ის მთავრობაში მოსვლა იმიტომ სურთ, რომ საქართველო ომში ჩართონ.

”რა თავში იხლიან “ნაციონალურ მოძრაობას”. უცხოელ პოლიტიკოსებს იმიტომ უნდათ მათი დაბრუნება, რომ ქვეყანა სასწრაფოდ ომში ჩაერთოს…

გლობალური ომის პარტია მე ვთქვი პირველად აქ და ძალიან არ მოეწონათ. გლობალური იმ მიზეზით დავარქვი, რომ პატარა ომის პარტია აქ გვაყვს “ნაციონალური მოძრაობა” და რომ არ არეოდათ და გაეგოთ, რომ კიდევ არის ამაზე დიდი ძალები, მოვიფიქრეთ გლობალური”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share