ლაზარე იცავდა საქართველოს კონსტიტუციას – ხაბეიშვილი

”ლაზარე იცავდა საქართველოს კონსტიტუციას. დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა. სამშობლოს გამყიდველი და კრიმინალია ბიძინა ივანიშვილი – რუსული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები.

რუსული ოცნება ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, დაგვაშინოს და ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსული ოცნება აჩვენებს კრემლს, რომ ყველას დასჯის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვინც კრემლის, პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგია საქართველოში.”

წერს ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share