ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობაზე შვიდი მედალი მოიპოვეს

ოზურგეთის  ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, ჭიდაობაში, კადეტთა შორის ( თავისუფალი, ბერძნულ – რომაული სტილი) საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
ჩემპიონატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ასპარეზობაში 500 – ზე მეტი სპორტსმენი, სხვადასხვა წონით კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა საქართველოს პირველობაზე გამორჩეულად იასპარეზეს და შინ შვიდი მედლის , მათ შორის 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს დატოვება შეძლეს. ასევე ოზურგეთმა ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
🥇 I ადგილი
ერეკლე თავბერიძე – 55 კგ
🥈 II ადგილი
რეზი გუჯაბიძე – 55 კგ
🥉III ადგილი
გიორგი ტაკიძე – 71კგ
კონსტანტინე ცეცხლაძე 65 კგ
ლუკა ფიფია – 60 კგ
დათო ზეინკლიშვილი – 55 კგ
ლუკა კილაძე – 48 კგ
ლუკა ფიფია და ლუკა კილაძე მიღწეული შედეგით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოხვდებიან.
 მწვრთნელები : ძმები ზურაბიანები , ლაშა გუჯაბიძე, კახაბერ აბაშიძე.
 საქართველოს პირველობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია , რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.
აღნიშნულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები , საქართველოს ნაკრებში ჩაირიცხებიან და ევროპისა და მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share