ხანძრის გამო აგარის შაქრის ქარხანა დაიკეტა – გაძვირდება თუ არა შაქარი?

16 სექტემბერს აგარის შაქრის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა ქარხნის დროებით გაჩერების მიზეზი. მათი თქმით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ნოემბრიდან საწარმოო პროცესიც განახლდება.

“ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს აგარის შაქრის კომპანიაში, ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ეს იყო ქარხნის დროებით გაჩერების მიზეზი. ქარხანაში ნედლეულის საწყობში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ბაზარზე შაქრის დეფიციტი არ შექმნილა, ვინაიდან მზა პროდუქციის ნაშთი გაგვაჩნდა და ასევე აზერბაიჯანიდან იმპორტიც განვახორციელეთ რომ პანიკური შესყიდვების ტალღა ჩაგვექრო. ხანძრის შემდეგი აღდგენითი სამუშაოები დამთავრებულია, შაქრის ნედლეული შემოსულია საქართველოში და 1 ნოემბრიდან განახლდება საწარმოო პროცესი. ჩვენი ფასი იქნება უცვლელი საწარმოო პროცესის განახლების შემდგომაც. მთავარია, ბაზარზე მომუშავე კომერციულმა სტრუქტურებმა სპეკულაციური ფასები არ შექმნან“,- აცხადებენ აგარის შაქრის ქარხანაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share