გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონი კომენტარს, რომელიც მან ვაშინგტონში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის განხილვამდე ჟურნალისტ ანი ჩხიკვაძესთან გააკეთა.
“ჩემი აზრით, მე ქართველი ხალხის მჯერა, რადგან ისინი მტკიცედ დგანან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერად, ეს ძალიან კრიტიკული მნიშვნელობისაა და ჩვენ ვიცით, რომ ქართველ ხალხს აქვს ასე მტკიცედ დგომის მემკვიდრეობა და შესაძლოა, დრო დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ დრო დასჭირდა მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას, მაგრამ მე მჯერა ქართველი ხალხის.
ეს კანონპროექტი ძალიან მკაფიოა – ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაა. ის ორპარტიულია (რესპუბლიკელების, დემოკრატების), ის ორპალატიანია, მადლობელი ვარ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი თავმჯდომარის ჯიმ რიშის ხელმძღვანელობის მიმართ – ისევ და ისევ, ეს უაღრესად ორპარტიულია, რადგან ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც კენჭისყრა იქნება დღეს, ამ საღამოს, დიდძალი მხარდაჭერა იქნება, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.
[…] ერთი სული მაქვს როდის ნახავენ [ივანიშვილის რეჟიმი] შედეგებს.
ძალიან მადლიერი ვარ, რომ ქართველი ხალხის მიმართ, ფაქტობრივად მტკიცე და უნივერსალური მხარდაჭერა – ნებისმიერი, რომელიც ამაზე ყოყმანობს არის ანტი-ქართველი, უბრალოდ სხვა მიზეზი აქვთ, რის გამოც კანონპროექტს არ უჭერენ მხარს
[…] პრეზიდენტი ტრამპი დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერია – ჩვენ ეს მანამდეც ვნახეთ და ვხედავთ, მან უკრაინას ჯაველინები გადასცა, მან გაგზავნა ამერიკის ჯარი პოლონეთში პირველად, მან შეაჩერა North Stream 2-ის რუსული მილსადენი გააჩერა, რომელიც ომის კრიმინალ პუტინს და მის რეჟიმს ფინანსურად უზრუნველყოფდა.
დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს ყველას, ვინც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძვის “. – თქვა უილსონმა ჩხიკვაძესთან საუბრისას.