ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე: გამართეთ შეხვედრა, ახლავე!!!

”პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; არამედ  სურს ხუთშაბათს, თურქეთში, შეხვედრა, რათა განიხილონ ამ სისხლისღვრის შესაძლო დასასრული.

უკრაინა ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს. მინიმუმ, შეძლებენ დაადგინონ, არსებობს თუ არა შეთანხმების შანსი — და თუ არ არსებობს, ევროპის ლიდერები და აშშ ზუსტად მიხვდებიან, რა ვითარებაა, და შესაბამისად იმოქმედებენ!

უკვე ეჭვი შემაქვს იმაში, რომ უკრაინა შეთანხმებას დადებს პუტინთან — რომელიც ზედმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, ომის, რომელიც ვერ დამთავრდებოდა გამარჯვებით (ახლოსაც კი ვერ იქნებოდა) ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე.

გაამართეთ ეს შეხვედრა — ახლავე!!!”

წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პუტინი კიევს 30-დღიანი ზავის ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share