“თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო” – თაია ცეკვავა

მოქალაქე თაია ცეკვავა სოციალურ ქსელში წერს, რომ გზაში ორი უცნობი კაცი დახვდა. ერთმა სახეში წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი ორივემ ერთად მიწაზე დააგდო და დაემუქრა.

“დას უნდა შევხვედროდი და შემდეგ ერთად ავსულიყავით სახლში. გზაში, დამხვდნენ ორი უცნობი მამაკაცი. ერთმა სახეში წიწაკის სპრეი მომასხა, შემდეგ კი ორივემ ერთად მიწაზე დამაგდო. სანამ მიიმალებოდნენ, მითხრეს: “თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო” – წერს თაია ცეკვავა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share