“ჟურნალისტებზე ძალადობა ნაწილობრივ წახალისებულია” – ასე აფასებს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ჟურნალისტი სოფო ხუნწარია.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება “ქართული ოცნების” პროპაგანდის და დაუსჯელობის შედეგია.
”ჟურნალისტებზე ძალადობა წახალისებულია, ნაწილობრივ. ეს ვითომ ნეიტრალური და შეფარული, მაგრამ პირდაპირი გზავნილი საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში და მათ შორის, ვინც არ მოგწონს იმას შეგიძლია ძალადობრივად გაუსწორდე, ბუნებრივია, ეს მოსახლეობის ნაწილზე მოქმედებს და მერე თავს ესხმის. ყველას ბრალია, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. ჩვენს ქვეყანაში ძალადობა იქცევა ნორმად”, – ამბობს სოფო ხუნწარია.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს სახის არეში ჩაარტყა.