დავით ზურაბიშვილი – ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია

პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსისადმი პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილზე, საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.

– ბატონო დავით, პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსისადმი პრემიერ ირაკლი კობახიძის გაგზავნილ წერილზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ ამ წერილმა იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა, თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტეთ.

ხელისუფლების ოპონენტების კომენტარებში სჭარბობს შეფასება – „სასოწარკვეთილების გამოვლინება“, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს წერილი იმაზე მეტად მრავალპლასტიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს ადმინისტრაციისთვის პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილს, რომლის მთავარი არსი ასე გამოიყურება – „სუფთა ფურცლიდან გთხოვთ ურთიერთობების დაწყებას“?

– ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-გან „სუფთა ფურცლიდან ითხოვს ურთიერთობების დაწყებას“, ეს ახალი ამბავი არაა, ადრეც აქვთ ეს ნათქვამი, ირაკლი კობახიძე ხშირად საუბრობდა „აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე“.

თავის თავად, საკითხის ასე დაყენება იმას ნიშნავს, რომ ითხოვ იმას, რაც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში 30 წელზე მეტი ხანი იყო, იმას თავი დავანებოთ, დავივიწყოთ, ვითომ არც ყოფილა, და ყველაფერი დავიწყოთ 0-დან, ეს არის, შევეცდები კორექტულად ვთქვა – ზედმეტად ამბიციური განცხადება. თან ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა.

საკითხის ასე დაყენება ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ვეუბნებით – რაც აქამდე აშშ-ს საქართველოსთვის უკეთებია, საერთოდ, ცალ ფეხზე მკიდია, ახლა დავანებოთ იმას თავი და მე როგორც მინდა, ისე ვაკეთოთ. შეუძლებელია ამაზე დათანხმდეს აშშ-ს მხარე. ეს წარმოუდგენელია, და მნიშვნელობა არ აქვს რა იდეოლოგიის მატარებელი იქნება აშშ-ს ადმინისტრაცია.

ასეთი შეთავაზება შეიძლება გაუკეთო ქვეყანას, რომელთანაც ადრე მტრული ურთიერთობა გქონდა. როცა მტერი გეუბნება დავივიწყოთ წარსულიო, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ, ქვეყანა, რომელიც 30 წელია ითვლება შენს სტრატეგიულ მოკავშირედ, კარგი ურთიერთობები გაქვს და მას ეუბნები – ყველაფერი დავივიწყოთ და „სხვანაირი ურთიერთობები“ დავიწყოთ, არა მარტო გაუგებარია, გაუგებარია, რა „სხვანაირ ურთიერთობებზეა“ საუბარი.

მტერი გეუბნება დავივიწყოთ წარსულიო, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ, ქვეყანა, რომელიც 30 წელია ითვლება შენს სტრატეგიულ მოკავშირედ, კარგი ურთიერთობები გაქვს და მას ეუბნები – ყველაფერი დავივიწყოთ და „სხვანაირი ურთიერთობები“ დავიწყოთ, არა მარტო გაუგებარია, გაუგებარია, რა „სხვანაირ ურთიერთობებზეა“ საუბარი.

„ინტერპრესნიუსი“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share