უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბულში პარასკევს, 16 მაისს დაიწყება.
აღნიშნული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თურქეთში დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეების შეხვედრა უცნობი მიზეზების გამო გადაიდო.
მოსალოდნელია, რომ სტამბულს ასევე ეწვევიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.
არსებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ხვალ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი უნდა დაიწყოს.