გამოფიტულია არა მარტო„ოცნება“, როგორც გუნდი, არამედ იდეა, რის გამოც უნდა ყოფილიყო ეს პარტია ხელისუფლებაში,-ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ის ხალხი, რომლებიც ივანიშვილს შემორჩა არიან მედროვეები და მათ კორუფციული, ძალიან პირადი მერკანტილური ინტერესი ამოძრავებთ.“
ბესელია მიიჩნევს, რომ კობახიძე სწორედ ამიტომ ჰყავს ბიძინას წინა ხაზზე, რომ “ის მის ყველა დავალებას კითხვების გარეშე, უყოყმანოდ ასრულებს.“
”გამოფიტულია არა მარტო„ოცნება“, როგორც გუნდი, არამედ იდეა, რის გამოც უნდა ყოფილიყო ეს პარტია ხელისუფლებაში. ის ხალხი, ვისაც დღეს ჩვენ ვხედავთ მათი სახელით მოლაპარაკეს, არიან მედროვეები, ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს შემორჩა მხოლოდ ერთი ინტრესით, მათ აქვთ კორუფციული, ძალიან პირადი მერკანტილური ინტერესი. კობახიძე რატომ დგას წინა ხაზზე? არავინ მას აღარ ჰყავს, ვისაც უპირობოდ ამ დავალებებს ისე შეასრულებინებს, რასაც ეს ადამიანი აკეთებს. კობახიძე დავალებებს ფილტრის, ყოყმანის და შეკითხვის გარეშე ასრულებს. ღარიბაშვილი კითხვას მაინც დასვამდა, რაღაც შეაწუხებდა, წინააღმდეგობას არ გაუწევდა, დავალებას მაინც შეასრულებდა , მაგრამ აქ შესრულების ხარისხია მნიშვნელოვანი. ივანიშვილის ერთგულად დარჩებოდა და დარჩება, მაგრამ მაინც რაღაცები შეაწუხებდა”- ამბობს ბესელია.