აუცილებლად მოვა დრო, როდესაც თეა წულუკიანს და იმ მთელ შემადგენლობას გავასამართლებთ, ამ მოღალატეობრივი კომისიის გამო,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კომისიის შექმნით ერთი კარგი ამბავიც მოხდა, “ისეთი რაღაცები გაქექეს, რომ უკან დაუბრუნდათ ყველაფერი.“
”აუცილებლად მოვა დრო, როდესაც თეა წულუკიანს და იმ მთელ შემადგენლობას გავასამართლებთ, იმ მოღალატეობრივი კომისიის გამო. ამ სოზარ სუბარს და ამ მოღალატეების თავყრილობას, გავასამართლებთ ამ კომისიის შექმნისთვის. თუმცა, ერთი კარგიც მოხდა, ამ კომისიაზე ისეთი რაღაცები გაქექეს, რომ უკან დაუბრუნდათ ყველაფერი.
სხვა საქმე არ ჰქონდათ, არ იცოდნენ რა ეკეთებინათ, მთელი სამი თვე ჩვენ გვქონდა რაღაც საინფორმაციო ველი და ეს დებილობა მოიგონეს, სადაც თვითონვე ფეთქდებიან. ესენი ნაცებზე უარესები არიან”- განაცხადა ელისაშვილმა.