საუბარია კიბოს აგრესიულ ფორმაზე, ბაიდენის ოფისის განცხადების თანახმად, მეტასტაზები ძველებშიც გავრცელდა. მკურნალობის ვარიანტებს ბაიდენი ოჯახთან ერთად განიხილავს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და დაწერა, რომ ის და პირველი ლედი, მელანია ტრამპი, დამწუხრებულები არიან ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ და მას სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.