ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 82 წლის ასაკში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

საუბარია კიბოს აგრესიულ ფორმაზე, ბაიდენის ოფისის განცხადების თანახმად, მეტასტაზები ძველებშიც გავრცელდა. მკურნალობის ვარიანტებს ბაიდენი ოჯახთან ერთად განიხილავს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და დაწერა, რომ ის და პირველი ლედი, მელანია ტრამპი, დამწუხრებულები არიან ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ და მას სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share