51 შემთხვევიდან სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის წინააღმდეგ დაიწყო.
51 მოზარდი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით მიიჩნიეს, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს 16 წლამდე მოზარდზე სექსუალურ ძალადობას. ასეთი ორი მუხლია: სსკ-ის 140-ე მუხლი: „სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“ [ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლი 22 მოზარდა გახდა].
16 წლამდე ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ეხება ასევე სსკ-ის 141-ე მუხლი: „ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ“.
2025 წლის პირველ კვარტალში ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 29 შემთხვევა დაფიქსირდა.
შესაძლოა, პედოფილიის მაჩვენებელი ბევრად უფრო დიდი იყოს, რაც შსს-ს მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არ ჩანს – მონაცემებში არ ფიქსირდება სექსუალური ძალადობის რომელიმე სხვა მუხლი, მაგალითად, გაუპატიურება მოიცავს თუ არა არასრულწლოვნის შემთხვევებს.
უფლებადამცველების შეფასებით, ხელისუფლება არ დგამს ეფექტურ ნაბიჯებს პედოფილიის წინააღმდეგ და პირიქით, ბავშვებს დაუცველს ტოვებს. ერთ-ერთი ფაქტორი ბავშვებში სქესობრივი განათლებაა, რაზეც „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი თქვა.
batumelebi.netgazeti.ge