რა მექანიზმები შეიძლება აამოქმედოს ევროკავშირმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ? – ევროპარლამენტარი რიჰარდს ჰოლსი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ბევრი რამ განიხილება, ამ ეტაპზე, არაფერია გამორიცხული, ყველა შესაძლო მექანიზმი განიხილება”.
კოლსი ინტერვიში პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული კოშმარი” საქართველოს რუსულ ორბიტასთან, მის გავლენის სფეროსთან აახლოებს”.
ეს ჩვენ გვაწუხებს, რადგან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ასე ძალიან ვუჭერთ მხარს.
ვფიქრობ, ეს პროცესი ვითარდება. ცოტა ხნის წინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ვნახე, რომ მის ირგვლივ ევროკავშირის უფრო და უფრო მეტი წამყვანი პოლიტიკოსი იკრიბება და ფიქრობენ, კიდევ რის გაკეთება შეიძლება, რა დამატებითი წნეხი განახორციელონ მოქმედ ქართულ რეჟიმზე, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს.
თუმცა ვხედავთ, რომ სიტუაცია საქართველოში უარესდება, არ არსებობს ჩართულობის ნიშნები. თუკი ვინმე ამბობს, რომ დიალოგისთვის მზადაა, ესეც მხოლოდ ფასადია, ეს მხოლოდ იმ მიზნითაა, რომ გადაიღონ ფოტო, სადაც ევროკავშირის რომელიმე ლიდერს ხელს ჩამოართმევენ და შემდეგ იტყვიან, ისინი ჩვენ გვაღიარებენ, ჩვენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენლები ვართ…
კოლსი ასევე საუბრობს “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის ვიზების შეზღუდვაზე და ამბობს, რომ ეს გზავნილია “ოცნებისთვის”, რომ შეცვალონ ის, რასაც აკეთებენ”.
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ დიპლომატიური ვიზები დიდი შეზღუდვა არაა, რომ მათ კვლავ შეუძლიათ სტანდარტული პასპორტებით მოგზაურობა, მაგრამ ეს მთლად ასე არაა. შესაძლოა მცირედით, მაგრამ ეს მაინც გზავნილია: შეცვალეთ ის, რასაც აკეთებთ, რადგან ეს აბსოლუტურად მცდარია და არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. და ჩვენ მაინც ვხედავთ სიჯიუტეს, და რიტორიკას, რომელიც საქართველოს ახლანდელი ლიდერების მხრიდან მოდის, რაც უბრალოდ შეშლილი და უცნაურია, სავსეა კონსპირაციის თეორიებით. [ამბობენ], რომ ევროპას რაღაც ჩრდილოვანი სახელმწიფო მართავს, ამგვარი რიტორიკა… ძნელი აღსაქმელიც კია, რომ კეთილგონიერმა ადამიანმა შეიძლება ეს მართლა იფიქროს.
ასევე, არავის გამოურიცხავს ის, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სანქციების დაწესება. ეს შეიძლება იყოს გზავნილი “ქართული კოშმარის” შიდა წრის წარმომადგენლების, მასთან დაკავშირებული პირებისთვის, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება შენგენის ვიზის გაცემაზე. თუ ერთი წევრი სახელმწიფო შეიყვანს ამა თუ იმ პირს, პერსონა ნონგრატების სიაში (არასასურველი პირების სიაში), ეს ნიშნავს, რომ ვერც სხვა სახელმწიფოები გასცემენ მასზე შენგენის ვიზას. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.
ვხედავ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან მტკიცე ნაბიჯებს დგამენ, პრინციპული პოზიცია აქვთ, ისინი არ გაყიდიან ქართველ ხალხს და არ გამოვრიცხავ, რომ მათ ამგვარი სანქციები შეიძლება დააწესონ. თუკი ევროკომისიასა თუ ევროსაბჭოში პროცესები შედარებით ნელა განვითარდება”, – ამბობს კოლსი. ევროპარლამენტარი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ასევე მოუწოდებს [საქართელოს] მმართველ რეჟიმს, რომ დააწესოს გარდამავალი პერიოდი, ასევე მოუწოდებს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომლის დროსაც ყველა პრინციპი დაცული იქნება.