სანქციები მოიცავს იმპორტის ტარიფებსა და ექსპორტის აკრძალვებს.
ახალი იმპორტის ტარიფები მოიცავს 1,4 მილიარდი ფუნტის (1,7 მილიარდი დოლარი) ღირებულების საქონელს, პლატინისა და პალადიუმის ჩათვლით, ნათქვამია ხაზინისა და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთი პლატინისა და პალადიუმის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
“ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩავარდეს პუტინის მიზნები უკრაინაში და ძირი გამოუთხაროს მის უკანონო შემოჭრას, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსულ აქტებს ახორციელებს”, – თქვა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ენ-მარი ტრეველიანმა.
უახლესი პაკეტის მიხედვით 4 მილიარდ ფუნტზე მეტი (4,9 მილიარდი დოლარი) ღირებულების საქონელი იპორტისა და ექსპორტის სანქციებს დაექვემდებარება.