სპექტაკლში “3+3” ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, თამარ მდინარაძე დაჯილდოვდება

ა(ა) იპ- შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის,, თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის  ჟიურის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი თამარ მდინარაძე, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში ,, 3+3″, ბაუკის როლის შესრულებისთვის  14 იანვარს დაჯილდოვდება თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის, ხოლო ციცი ბუცხრიკიძე, თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის დაჯილდოვდება იმავე სპექტაკლში ჩეტის როლის შესრულებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share