“ე.ი. სკოლებში ამ სემესტრში კიდევ უფრო ცუდი გრაფიკი კეთდება. ჩემი შვილის სასწავლო გრაფიკში, საგნების საათობრივი მაჩვენებელი შემცირდა, კიდევ უფრო მკაცრად სთხოვენ მასწავლებლებს რომ 20 წუთს არ გადააცილონ დისტანციური რეჟიმი. ეს ქმნის ძალიან ცუდ მოცემულობას. სასწავლო პროგრამა იგივეა, მასწავლებელი იძულებული გახდება ორმაგი დოზით მისცეს სამუშაო მოსწავლეებს, რასაც კიდევ უფრო მოჰყვება სასწავლო შედეგის და ეფექტიანი სწავლების შემცირება. კიდევ უფრო შემცირდა მასწავლებელთან კონტაქტის დრო საგნებში, შემცირდა დრო მათემატიკაში, ქართულში, მე და საზოგადოებაში, ბუნებაში და ა.შ. მაშინ როდესაც სასწავლო მასალა, ცხადია, რთულდება. რა ვქნათ? უფრო და უფრო ვღუპავთ ბავშვებს? უფრო მეტად ვამცირებთ სასწავლო შედეგს? მასწავლებელი შავ დღეშია, რადგან გასაქანი არ აქვს და არც უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ იმუშაოს. მოსწავლე შავ დღეშია, რადგან კონტაქტის დრო ნაკლები აქვს და სასწავლო მასალა ბევრად მეტი, მშობელი შავ დღეშია, რადგან სასკოლო მუშაობის პროცესი პრაქტიკულად სახლშია გადასული… როდესაც ასე ხდება, ე.ი. სისტემაა კატასტროფული”-წერს ექსპერტი არჩილ გამზარდია.

ცნობისთვის: საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 18 იანვარს ონლაინ რეჟიმში განახლდა.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, პატარა ქალაქებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში სწავლა არა დისტანციურად, არამედ დასწრებით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, განათლების სამინისტროსგან განსხვავებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის გადაწყვეტილებით პირველ თებერვლამდე სწავლა ონლაინ უნდა გაგრძელებულიყო და სკოლები მომავალ რეკომენდაციას დალოდებოდნენ.
მსგავსი სტატიები
- 92
„დოდო თავისი სისუფთავით, ვაჟკაცობით, გონიერებით, სიყვარულით ჩვენი უბნის და მთელი ქალაქის საზომი იყო. ომის დროს „ზემელზე“ პურს ყიდდა, რომ თავისი საძმო გამოეკვება. არაჩვეულებრივი ოჯახიშვილი გახლდათ, ჩემი უფროსი მეგობარი და ყველას გაჭირვების ტალკვესი. დოდოსგან ვისწავლეთ ყველაფერი: ქუჩაში ლაღად დადიოდა, მართალი ნაბიჯი და უდიდესი მოთმინების უნარი ჰქონდა. თავისი ინიციატივით არასოდეს უჩხუბია, მაგრამ…
- 92
უკვე იცით, რომ გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ. “იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა…
- 92
- 91
საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული…