ვინც ციხეში უნდა იყოს, დღეს პარტიას ქმნის და ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებს!
ვისი პრემიერობის დროსაც დაიქცა ქვეყანა, და ვისი კრიზისმენეჯერობის შედეგებს ეხლაც ვიმკით პანდემიის დროს, ის დღეს საუკეთესო გუნდით ამაყობს და ჩვენ ამას ვუსმენთ და ზოგს მოგვწონს კიდეც!
ვისაც გამოძიებამ უნდა დაუსვას შეკითხვები, მას პოლიტიკოსები უწყებენ კამათს, როგორც ოპონენტს!
ჯერ ღირსება გვაქვს დასაბრუნებელი, ბატონებო და ქალბატონებო და მერე დანარჩენი ყველაფერი.
Гуси гуси – га га га
Есть хотите – да да да…-ასე ეხმაურება ირინა სარიშვილი გიორგი გახარიას პოლიტიკაში მეორედ შემოსვლის თემას.