წიაღისეულის უკონტროლოდ მოპოვება მდინარე სუფსაზე ისევ გრძელდება

მდინარე სუფსაზე ბოლო წლებია ათეულობით კომპანია უკონტროლოდ მოიპოვებდა წიაღს. დღეს ორი კომპანია იპოვებს ამას თუ მოპოვება ჰქვია. ბალასტის ნაცვლად მიწა ამოაქვთ, ნატანი აღარ ააქვს საცოდავ მდინარეს.

წიაღის ეროვნულ სააგანტოს ყველა ლიცენზია წიაღის მოპოვებაზე 80- იანი წლების რუკებით აქვს გაცემული, სადაც მოქალაქეთა სახნავ-სათესიცაა მოქცეული. დარღვეულია ზღვიდან 20 კლმ. ზოლი.

სააგენტო გასცემს ლიცენზიას და მერე რა ხდება არ კითხულობს.
გარემოს დაცვის დეპარტამენტი თუ გამოვიძახეთ მარტო ლიცენზიის კონტურებს ამოწმებს.

უკონტროლო მოპოვების შედეგად ზიანდება მდინარის კალაპოტი, იცვლება ტრაექტორია, ნაპირები ჩამოჭრილია.

უამრავი, აუწონავი სატვირთოების მოძრაობის შედეგად დასკდა გზები, დაიბზარა სახლები, არის ხმაური და მტვერი.

უცილებელია : საკანონმდებლო ცვლილელები. მოპოვების პირობები, გასამკაცრებელია კონტროლი. უნდა დაწესდეს გაუქმებული გზშ-გარემოზე ზემოქმედების შეფასება კარიერულ წარმოებაზე.

სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს “მწვანე ალტერნატივა” და დღეს მათ წარმომადგენლებთან ერთად მოვინახულეთ ეს კარიერები, გავესაუბრეთ მოსახლეობას. ისინი საქართველოს მასშტაბით იკვლევენ ამ ტიპის წარმოებას და მათ გავლენას გარემოსა და მოსახლეობაზე. “ეკო” დაეხმარა მათ გურიის ქეისის საკითხებში.

გვეიმედებით !

ინფორმაციას “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share