პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნიკუსორ დენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკუსორ დენს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“რუმინელი ხალხი ფეხზე დადგა დემოკრატიისა და ევროპისთვის“,-წერს ზურაბიშვილის სოციალურ პლატფორმა X-ზე.

რუმინელი ხალხი ფეხზე დადგა დემოკრატიისა და ევროპისთვის. გარე ჩარევის მიუხედავად, მათი ხმა ნათელი და მტკიცე იყო. ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს“, – წერს ზურაბიშვილი.

გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share