ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ხანძრებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ტყეებს ჩეხავს და მისი თქმით, თუკი ვინმეს აწყობდა იქ ხანძარი, სწორედ ივანიშვილი და ღარიბაშვილია.
“სანამ ოპოზიციაზე ისაუბრებს, პირი კარგად უნდა გამოირეცხოს ღარიბაშვილმა. როცა დივერსიაზე საუბრობს, არ დაგვავიწყდეს, რომ ასი ათასობით ოკუპანტი შემოუშვა აბსოლუტურად უკონტროლოდ ქვეყანაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ როცა საუბრობს დივერსიებზე და ცეცხლის გაჩენის პერსპექტივაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხმა გაჩეხა ბორჯომის ტყე და ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდ-ფორმირება ფაქტობრივად, ჩეხავს ტყეებს და თუ ვინმეს აწყობდა იქ ცეცხლის გაჩენა და კვალის დაფარვა, არის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება და დიახ, აუცილებლად მოვა დრო, როცა ამ საქმეებს გამოიძიებს ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ იქნება არჩეული და არა როგორც ახლა აქვთ მიტაცებული”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ქვეყანაში გახშირებულ ხანძრებს ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და თქვა, რომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. მან “დესტრუქციული ძალებისგან” დივერსიებიც არ გამორიცხა.