”შეიძლება ითქვას, პუტინმა ეს ომი მანამდე წააგო, სანამ დაიწყებდა. გროზნოს დასაკავებლად 70 000 კაცი დასჭირდა და 200 000 კაცზე ნაკლებით ფიქრობდა, რომ უკრაინას გადაუვლიდა? მაგრამ მთავარი, რაც არასწორად გათვალა, სამხედრო ოპერაციებს არ უკავშირდება. მისი შეცდომა განაპირობა მისმა რწმენამ – პუტინს გულწრფელად სჯერა, ეჭვიც არ შეაქვს, რომ ადამიანები პასიურები არიან. რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომ მთავარი „დამნაშავე“ დასავლეთია, რომელიც ცდილობს, საკუთარი გავლენის სფერო გააფართოოს. რომ უკრაინელი ხალხისთვის სულერთი იყო, ვინ იქნებოდა მათი პრეზიდენტი გაზაფხულზე, როდესაც კარტოფილისა და ხორბლის დათესვა მოუწევდათ. რომ ხალხის ნება, მათი არჩევანი სათვალავში ჩასაგდებად არც ღირს. მისდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ უკრაინელ ხალხს ეს ყველაფერი ადარდებს, რადგან მათ თავისუფლების ფასი იციან. სწორედ ეს იყო მისი მთავარი შეცდომა – ვერასოდეს იფიქრებდა, რომ უკრაინელები ისე იბრძოლებდნენ, როგორც იბრძვიან.”
ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.