რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად რუსულ შოუბიზნესში მომღერლების “გაშავების” სერია გრძელდება. ვალერი მელაძე, ალა პუგაჩოვას შემდეგ ერთ-ერთი მომღერალია, რომელსაც რუსეთმა პუტინის კრიტიკა არ აპატია. ქვეყანა, სადაც 42 დღიან ომს დღემდე დონბასის გათავისუფლების სპეცოპერაციას ეძახიან, იმ მომღერლებს, რომლებმაც ომი გააპროტესტეს, კონცერტები შეუწყვიტა და კონტრაქტები გაუუქმა. მკითხველმა კარგად იცის, რომ ალა პუგაჩოვა ქმართან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა და სამშობლოში დაბრუნებას აღარც აპირებს.
რაც შეეხება ვალერი მელაძეს, რომელსაც რუსეთის მასშტაბით ყველა კონცერტი გაუუქმდა, უკრაინული მედია წერს, რომ ომის წინააღმდეგი მელაძე რუსეთში ისევ ამღერდა.
როგორც გაირკვა მომღერალმა პეტერბურგის საზოგადოებისთვის კერძო წვეულებაზე იმღერა. რუსულ მედიაში წერდნენ, რომ მელაძე უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ შეძლებდა, რომ მას “გაუუქმებდნენ“, მაგრამ როგორც ჩანს, კორპორატიულ საღამოებზე მელაძისთვის კარი კვლავაც ღიაა.
კომენტარებში რუსი მსმენელი ვალერი მელაძის კონცერტმა გააღიზიანა და ისინი წერენ, თუ როგორ ბედავს რუსეთში სიმღერას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც თქვა?
“სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, სად იმყოფებოდა თავად მელაძე. მომღერლის მეუღლე ალბინა ჯანაბაევა შვილებთან ერთად მოსკოვში დარჩა, მაგრამ ვალერი მელაძეზე წერდნენ, რომ ის თავის სამშობლოში საქართველოში მარტო დაბრუნდა. თუმცა ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ მელაძე ცოლ-შვილს მარტო არასოდეს დატოვეს. გაუჩინარებული მელაძე საბოლოოდ პეტერბურგში დახურულ წვეულებაზე გამოჩნდა. როგორც ცნობილია, მისი ერთი საღამოს ღირებულება 70 ათასი ევროა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მომღერალს რუსული ბაზრის დათმობა უჭირს – წერს რუსული მედია.
რუსები იმ ოლიგარქებსაც აკრიტიკებენ, რომლებიც პუტინის კრიტიკის მიუხედავად მელაძეს ისევ იწვევენ წვეულებებზე და ფულს უხდიან. ცნობილია, რომ ბოლო წვეულებიდან ფოტო საიდუმლოდ გავრცელდა, რადგან იუბილარს არ უნდოდა ხალხს გაეგო, რომ ვალერი მელაძე მის დაბადების დღეზე მღეროდა.