გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერtები, რომლის წილიც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 90.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.9 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 81.7 პროცენტს შეადგენდა.
ამასთან, საქსტატის ცნობილით, ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.6 პროცენტით გაიზარდა და 1 978 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.5პროცენტით გაიზარდა და 1 755 ლარს გაუტოლდა.
ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.6 პროცენტი შეადგინა.თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.7 პროცენტს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.3 პროცენტი შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
რაც შეეხება ხარჯებს, 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 5.2 პროცენტით გაიზარდა და 1 736 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2 პროცენტით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.9 პროცენტი შეადგინა.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 6.3 პროცენტით გაიზარდა და 1 813 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.4 პროცენტით გაიზარდა და 1 603 ლარს გაუტოლდა.
სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.1 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.