ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენლის თქმით, მეპატრონეს კონკრეტული ვალდებულებები ეკისრება და მათი შესრულება აქტიურად გაკონტროლდება.
ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, თავისი ცხოველი დაარეგისტრიროს
თბილისის მასშტაბით, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, თავისი ცხოველი დაარეგისტრიროს, სტერილიზაცია-კასტრაცია გაუკეთოს (თუ ჯიშის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვს) და შეუქმნას მინიმალური საცხოვრებელი პირობები – საკმარისი საცხოვრებელი სივრცე; აცრა და სხვა ვეტერინარული პროცედურები.
ყველას მიმართ ვამბობ, რომ ცხოველის ყოლა პასუხისმგებლობაა და ვთხოვ, ეს პასუხისმგებლობა აიღონ და ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. ჩვენი სააგენტო კარდაკარ სიარულითა და ინტენსიური სამუშაო პროცესით შემოწმებებს განახორციელებს და თუკი აღმოჩნდება, რომ მეპატრონე ვალდებულებებს არ ასრულებს, პირველ ჯერზე გავაფრთხილებთ, შემდეგ კი მისი დაჯარიმება მოგვიწევს.
ინფორმაციისთვის დავამატებ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, 112-ზე დარეკოს და ჩვენთან დაკავშირებით საკითხი დასვას, რის შემდეგაც მას უშუალოდ ჩვენს ოპერატორებთან გადაამისამართებენ. ასე რომ, ინფორმაციის ოპერატიულად მიღების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულს ექნება“, – აღნიშნა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.