ტუალეტის ქაღალდი პუტინის გამოსახულებით საპირფარეშოში

ტუალეტის ქაღალდი პუტინის გამოსახულებით – საპირფარეშოში გადაღებული ფოტო დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

თავის დაწესებულებაში რუსეთის პრეზიდენტის ფოტოს შემცველი ტუალეტის ქაღალდის გამოყენების გამო გორში მდებარე ერთ-ერთი კაფე ბარის  მფლობელი უკვე რამდენიმე დღეა, თავდასხმის ობიექტია.

სისხლიანი დიქტატორის “შეურაცხყოფისთვის” სოსო ბაბაევს ფიზიკური ანგარიშსწორებით და ქურდებით ემუქრებიან. მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც.

პუტინი მტერია  – ეს არის   პასუხი მუქარაზე.   შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად ბარის მფლობელი უკან დახევას არ აპირებს.

tvpirveli.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share