“საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა” – ამ სათაურით სტატიას საერთაშორისო გამოცემა The Economist აქვეყნებს.
მედია წერს, რომ ქვეყანას დასავლეთი ოდესღაც თავისუფლების შუქურად აღიქვამდა.
სტატიის ავტორი იხსენებს 2005 წელს, ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტს, როცა ის მიესალმა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს, მადლობა გადაუხადა ერაყში ჯარების გაგზავნისთვის და საქართველოს “თავისუფლების შუქურა” უწოდა.
ავტორი იხსენებს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ნათქვამ ბუშის სიტყვებს, რომ საქართველოს ჰყავდა “სოლიდური მეგობარი ამერიკაში”.
“ამ დღეებში სწორედ კრემლი ადიდებს საქართველოს, ქვეყანას, რომელშიც 2008 წელს შეიჭრა, მისი ხაზის გატარებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შეერთებაზე უარის თქმისთვის”, – წერია სტატიაში.
The Economist წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ებრძვის დემენციასა და კუნთების ატროფიას.