მიხელ სააკაშვილი საკუთარ პროცესზე დასწრებას ითხოვს. მესამე პრეზიდენტი მზად არის, სასამართლოს დისტანციურად, პალატიდან ჩაერთოს.
მოსამართლისთვის ჩვენების მისაცემად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები და “ვივა მედის” ექთანი ემზადებიან.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა ჩანიშნული.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შავლა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღევანდელ სასმართლო პროცესზე დაცვის მხარე, სავარაუდოდ, მოწმეების დაკითხვას დაასრულებს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.