2008 – 2022 – რუსეთის ხელწერა და პარალელები საქართველოსთან

შეიარაღებულ აგრესიამდე ბევრად ადრე, რუსეთმა, საინფორმაციო ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე დაიწყო; კრემლის პროპაგანდა ჩვეული მეთოდით და უკვე ნაცადი დღის წესრიგით იმეორებს საბრძოლო მოქმედებების დაწყების საბაბად საჭირო ინფორმაციას და უკრაინას ფეიკ ნიუსებით ბომბავს;

პროპაგანდა უცვლელია – მაგალითად 2008 წელსაც, ყველაფერი ე.წ. სამხედრო წვრთნებით დაიწყო -საქართველოს შემთხვევაში ეს იყო “კავკაზ 2008”- რუსეთის 58-ე არმიის მონაწილეობით, ისევე, როგორც ამ შემთხვევაშიც რუსეთმა სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, უკრაინის საზღვართან განალაგა სწორედ სამხედრო წვრთნების მოტივით;

ცნობები, ე.წ. პროვოკაციების შესახებ – ისევე, როგორც 2008 წელს, ახლაც ყოველდღიურად იბომბება სოფლები, მათ შორის, რუსული ჭურვების სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის იყო საბავშვო ბაღიც და ისმის განცხადებები, ადგილობრივი მოსახლეობის ე.წ. გენოციდის შესახებ;

სროლა და აფეთქებები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, ასევე მოქალაქეების ევაკუაცია ოკუპირებული რეგიონებიდან – სცენარი საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულად ნაცნობია, რადგან კრემლის პროპაგანდა, სწორედ ამ მეთოდით მუშაობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინ.

პუტინის საინფორმაციო ომის არსენალში, ახლა მხოლოდ ერთი ეტაპი რჩება – როდის დაადანაშაულებს რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას “მძინარე დონბასის” დაბომბვაში და როდის დაიწყებს ამ საბაბით ღია სამხედრო დაპირისპირებას;

თუმცა 2008 წლის შემდეგ, უკვე თითქმის 14 წელი გავიდა და ახლა, საერთაშორისო თანამეგობრობა, ისტორიის ქართულ გაკვეთილებზე დაყრდნობით ახალ დასკვნებს აკეთებს;

ამის დასტურია საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, მათ შორის შეერთებული შტატების ელჩის თანაშემწის დღევანდელი გზავნილი, რომელიც რაიან ჰარისმა ქართულ ენაზე გაავრცელა.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share