რა მოხდა სხდომაზე და რისთვის დაიწყო ჯახი –7 დეკემბერს 11 საათზე ღარიბაშვილი ეკა ტიკარაძეს მოწმეების თვალწინ ეჩხუბა. ბოლო ხმაზე ყვიროდა მე ვარ უფროსიო.
ოცამდე მოწმის თვალწინ პრემიერმა ყვირილი დაიწყო “ან დამემორჩიელთ ან წადით”. უყვიროდა ღარიბაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სამ წევრს – ეკა ტიკარაძეს, ამირან გამყრელიძეს და თამარ გაბუნიას. ტიკარაძე კი მოქმედ პრემიერს უმეორებდა, რომ მისი მონა არავინ იყო.
ვითარება კიდევ უფრო მაშინ დაიძაბა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი მაგიდაზე ხელების ბრახუნზე გადავიდა. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი კოვიდპასპორტები იყო.
კონფლიქტის მიზეზი იყო ასევე დასაქმების პროგრამაც. პრემიერმა ღარიბაშილმა ჯანდაცვის სამინისტროს წაართვა და ცოტა ხნის წინ თქვა, რომ სოციალურად დაუცველების დასაქმებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო იზრუნებს.
ღარიბაშვილის გაღიზიანება ასევე ეკა ტიკარაძის პოზიციამ გამოიწვია, როცა მან მიხეილ სააკაშვილის დედა ჯანდაცვის სამინსიტორში შეხვედრაზე დაიბარა.
ადამიანი ტიკარაძის გარემოცვიდან “შაბათის ეთერს” უყვება, რომ ჯანდაცვის მინისტრს აქვს ეჭვი, რომ ანტივაქსერების მასშტაბური აქციების უკან ღარიბაშვილი იდგა.