შერიგების სამხრეთ აფრიკული მოდელის განხორციელებას ნელსონ მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი

”როცა სააკაშვილი შერიგების (კოჰაბიტაციის) სამხრეთ აფრიკულ მოდელზე საუბრობს, უნდა ახსოვდეს, რომ მაგ მოდელის განხორციელებას ნელსონ  მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი და მითუმეტეს ღარიბაშვილი…

აქ მხოლოდ პიროვნულ მასშტაბზე არ ვსაუბრობ.

მანდელა თვითონ იყო სისტემის მიერ წამებული, ბიძინას და იკასგან განსხვავებით. პატიება კი მხოლოდ დაზარალებულს შეუძლია და არა საშოვარზე გამოსულ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ სუბიექტს…”-

წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რითაც ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც ის შერიგების ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელზე საუბრობს და სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share